ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან ტექნიკას საბითუმო ფასებში. სწორედ ამიტომ
ჩვენთან შეძენილ ყველა პროდუქციას აქვს გარანტია!
გთხოვთ გაეცნოთ გარანტიის პირობებს:
- საგარანტიო პერიოდი ანგარიშდება ნივთის გაყიდვის დღიდან (საათიდან)
- საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ტალონი
- საგარანტიო ტალონის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას
- ნივთის შეძენიდან 72 საათის განმავლობაში, ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას თუ კი გარეგნულად არ აღენიშნება არანაირი ხმარების კვალი. ხოლო 72 საათის გასვლის შემდეგ საგარანტიო ბარათში მითითებული გარანტიის თარიღამდე ექვემდებარება უფასო შეკეთებას!
- საგარანტიო მოწყობილობა მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს სრული შეფუთვით, მექანიკური დაზიანების გარეშე. (ყუთით და თანდართული აქსესუარებით)
ნივთზე არ ვრცელდება საგარანტიო პირობები თუ:
- გასულია საგარანტიო ვადა
- ნივთი დაზიანდა მომხმარებლის დაუდევრობით
- მომხმარებლის მიერ არ იქნა დაცული ექსპლუატაციისა და შენახვის წესები
- დაზიანებულია პროდუქციის ვიზუალური მხარე
- პროდუქტის თავდაპირველი კომპლექტაცია არ არის წარმოდგენილი სრულყოფილად
- მოწყობილობა არ გამოიყენებოდა დანიშნულებისამებრ
- დარღვეულია მოხმარების/მონტაჟის წესები და არ შეესაბამება ინსტრუქციით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის პირობებს
- დაზიანება გამოწვეულია ელექტროგაუმართაობით
- სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები შესრულებულია სხვა სერვისცენტრის ან კერძო პირის მიერ
- ნივთი დაზიანდა კომერციული დანიშნულებით გამოყენებისას
- საგარანტიო ტალონისა და მოწყობილობის სერიული ნომრები წაშლილია, გადაკეთებულია ან არ ემთხვევა ერთმანეთს
- საგარანტიო პირობები არ ითვალისწინებს ნივთის პროგრამულ უზრუნველყოფას
ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნების პირობები:
- საგარანტიო მომსახურეობა გულისხმობს ნივთის უფასო შეკეთებას, (ნივთის შეკეთების დრო დამოკიდებულია უშუალოდ სერვისცენტრზე)
- თუ ნივთის შეკეთებით ვერ მოხერხდა მოწყობილობის დაზიანების აღმოფხვრა, ნივთი ექვემდებარება შეცვლას
- იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ნივთის შეცვლა/შეკეთება TECHNOMALL.GE ვალდებულია გააუქმოს შეკვეთა და შეკვეთაში გადახდილი თანხა დაუბრუნოს მომხმარებელს
- ქარხნული წუნის დაფიქსირების შემთხვევაში, ნივთის შეცვლა ხდება არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა
- ქარხნული დეფექტის დაფიქსირების შემთხვევაში ნივთის შეკეთება ხდება არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა
- დაზიანებული ტექნიკის ტრანსპორტირება სერვის ცენტრამდე და პირიქით, ხორციელდება მომხმარებლის მიერ ან მისი ხარჯით
გარანტიის პირობები არ ვრცელდება (გარანტია არა აქვს) ტელეფონის ან სხვა პროდუქტის თანდართულ აქსესუარებს: ელემენტს, დამტენს და სხვა თანდართულ აქსესუარებს